მთავარი / სიახლეები / ბერნარდესკი ტიფოზების ბრალდებას პასუხობს: “ჩემთვის “იუვეს” ყველა ქომაგი ერთნაირია”

ბერნარდესკი ტიფოზების ბრალდებას პასუხობს: “ჩემთვის “იუვეს” ყველა ქომაგი ერთნაირია”

ბოლო დროს „იუვენტუსის“ ულტრას ჯგუფებთან დაკავშირებით საკითხი აქტუალურია. სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც 12 გულშემატკივარი დააპატიმრეს. ერთ-ერთი ცნობილი დაჯგუფება DRUGHI კი ფედერიკო ბერნარდესკის დაუპირისპირდა.

ისინი ამბობენ, რომ 27 იანვარს, ფედერიკომ „ლაციოსთან“ მატჩის შემდეგ თავისი მაისური არა DRUGHI-ს, არამედ „იუვენტუსის“ სხვა გულშემატკივრების სექტორში ისროლა, რაც დაუშვებელია. ისინი მიიჩნევენ, რომ ფეხბურთელები მხოლოდ მათთან უნდა ურთიერთობდნენ.

აღნიშნულ ბრალდებებს თავად ბერნარდესკი დღეს გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისთვის „იუვენტუსის“ გულშემატკივარი ყველა ერთია და არავის არ ანსხვავებს.

„წავიკითხე, რომ ულტრასების ერთ-ერთი ჯგუფი მადანაშაულებს მაისურის სხვა ჯგუფის წარმომადგენლებთან მიცემაში. მინდა სიტუაცია განვმარტო: როდესაც მაქვს შესაძლებლობა მაისურის საჩუქრად გადაცემით ჩემს გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო, არ ვაკეთებ „პოლიტიკურ“ განსხვავებებს და არ ვაკეთებ გათვლებს, რომელი ჯგუფის არჩევა უკეთესია. ჩემთვის არ არსებობს რამით მეტი ან ნაკლები გულშემატკივარი, რომლებიც ჩემი სიყვარულის მიღებას იმსახურებენ. ჩემთვის „იუვეს“ გულშემატკივრები, ვინც მხარს გვიჭერს, გვაკრიტიკებს, მღერის, გვისტვენს, ყველა ერთნაირია, ყველა ერთია, ყველა ღირსეულია, ყველა მნიშვნელოვანია, რადგან მათ არ აერთიანებთ ულტრას ჯგუფის სახელი, არამედ უზარმაზარი ვნება, რომელიც ყველა ჩვენგანს გვაერთიანებს შავ-თეთრი ფერებისთვის“, – დაწერა ინსტაგრამში ბერნარდესკიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …