მთავარი / სიახლეები / მაურიციო სარის პრესკონფერენცია “ვერონასთან” მატჩამდე

მაურიციო სარის პრესკონფერენცია “ვერონასთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ვერონასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და საკმაოდ ვრცლად ისაუბრა.

„ატლეტიკო“ – ცოტა რამ გავაანალიზეთ, გუშინ ვმგზავრობდით, ამიტომ, ზედაპირულად განვიხილეთ ეს თამაში. ახლა სტანდარტული მდგომარეობების დროს უნდა მოვუმატოთ, ფაქტია, რაღაც არ მუშაობს და ეს არ მომწონს. ნაკლი ყურადღებას და აგრესიას იწვევს და ეს პრობლემა უნდა გადავჭრათ.

შემადგენლობა – დავაკვირდებით ბიჭების მდგომარეობას. ამ თამაშისთვის მხოლოდ ერთი ვარჯიშით უნდა მოვემზადოთ. ვნახოთ რა ვითარებაა და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. იქნება თუ არა როტაცია, ეს კონდიციების მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული. იტალიაში ზედმეტ ყურადღებას ვამახვილებთ როტაციაზე. ინგლისში 60 თამაშს ატარებენ, მაგრამ 14 ფეხბურთელს იყენებნ, მაგრამ აქ ეს წარმოუდგენელია. ჩვენ უფრო მეტ მენტალურ ენერგიას ვხარჯავთ, ვიდრე ფიზიკურს. გუნდმა ძლიერი ორგანიზება უნდა იპოვოს, თავდაპირველად ეს უწყვეტი შემადგენლობით შეიძლება, მაგრამ შემდეგ შესაძლოა მოხდეს 3-4 ცვლილება, რაღაც შეიცვლება.

„იუვე“ – ვფიქრობ, „იუვენტუსს“ ჰყავს გარკვეული მახასიათებლების მქონე ფეხბურთელები და ყველაზე დიდი შეცდომა იქნება ის, რომ ვიმოქმედო მათი თვისებების წინააღმდეგ. ეს არის სარის „იუვე“, რომელიც განსხვავდება სარის სხვა გუნდებისგან თვისებებით. მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმ ფეხბურთელებით, რომლებიც მყავს, ვითამაშებთ ჩემი იდეით, მაგრამ ჩვენი თვისებების წინააღმდეგ არასდროს წავალ.

დიბალა – რომ მე მეფიქრა, მზად არ იყო, ოთხშაბათს თამაშში არ ჩაერთვებოდა. პაულო მხოლოდ აგვისტოში შემოგვიერთდა, არაა საუკეთესო ფორმაში, მაგრამ არის ის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია თამაში და ჩვენთვის დახმარების ხელის გამოწოდება.

ბერნარდესკი – ჩემთვის ის მომავალში ნახევარმცველია და არა ფლანგის შემტევი. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ნახევარმცველი გვყავს და ფლანგის ფეხბურთელების ნაკლებობა გვაქვს, ურთიერთშეთანხმებით ამჟამად ამ პოზიციაზე ვიყენებთ. მას შესანიშნავი თვისებები აქვს, ვეცდებით მის პროგრესს ხელი შევუწყოთ, რომ ეს თვისებები მოედანზე ბოლომდე გამოიყენოს.

გუნდის კონდიცია – თუ სამი შვილი გყავთ, შეუძლებელია იფიქრო, რომ სამივე 21 წლისა და 6 თვის ასაკში მომწიფდება, ეს ინდივიდუალურია. ასევეა გუნდებშიც. “იუვენტუსი” არ ითამაშებს, როგორც ჩემი “ნაპოლი”, ეს განსახვავებული გუნდია, სხვა თვისებებით და ჩვენი იდენტობა გვაქვს.

რონალდუ – ბოლო თამაშში „ატლეტიკოსთან“ მხოლოდ სამი შანსი ჰქონდა, ორჯერ კარში დაარტყა. ჩვენ მისგან ბევრს ველოდებით, ბევრი ამბობს, რომ არაფერი გააკეთა, მაგრამ ეს იმიტომ ხდება, რომ ყველა განსაკუთრებულს ელოდება, რაც 93-ე წუთზე მოხდა, როდესაც გოლამდე ცოტა დააკლდა.

რემზი – ბოლო პერიოდში წინ დიდი ნაბიჯი გადადგა. რაბიო კი უკეთაა. ამ პერიოდში ორივეს მიეცემა სათამაშო დრო, ახლა კი ვარჯიშზე შევხედავთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ ითამაშებენ თუ არა ხვალ. რაბიო და რემზი სხვა რეალობაში არიან.

ტიფოზები – ბერნარდესკის პოსტი სოციალურ ქსელში წარმოადგენს გრძნობების სენტიმენტალურ ერთობას, რაც კიდევ უფრო გააერთიანებს იუვენტინო ხალხს.

დუგლას კოშტა – დუგლასმა სეზონი ძალიან კარგად დაიწყო. ვიმედონებდი, რომ ტრავმას არ მიიღებდა, რადგან კიდევ უფრო მომატება შეეძლო. მომდევნო დღეებში პირველი კონტროლი ჩატარდება, მაგრამ ცხადია რამდენიმე თამაში გაუცდება.

დაცვა – კუადრადოს დაცვაში დაყენება და დანილოს მარცხენა ფლანგზე თამაში ერთ-ერთი გამოსავალია. ჩვენ ველოდებით დე შილიოს, რომელსაც შეუძლია რამდენიმე პრობლემის მოგვარება. ჩვენ არც ისე კარგ სიტუაციაში ვართ დაცვის ფლანგებზე და იმედია მატია მალე დაგვიბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ვერონას“ შეხვედრა 21 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …