უახლოეს მომავალში იუვენტუსის ნახევარმცველი ხუან კუადრადო კლუბთან ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს, ამის შესახებ ინფორმაციას გაძეტა დელო სპორტი ავრცელებს.
კლუბის ხელმძღვანელობა მომდევნო თვეში შეხვდება ფეხბურთელის აგენტს, ახალი წინადადების განსახილველად. კოლუმბიელ ფეხბურთელს კონტრაქტი კლუბთან მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბი მას ახალ კონტრაქტს 2022 წლამდე გაუხანგრძლივებს.
ხუან კუადრადო იუვენტუსში 2015 წელს იჯარის წესით გადავიდა. 2017-ში იუვემ ფეხბურთელი ჩელსიდან 17 მილიონ ფუნტად შეისყიდა.
კოლუმბიელმა ნახევრმცველმა ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის მატჩში ატლეტიკოს წინააღმდეგ ბრწყინვალე გოლი გაიტანა, რომელიც კვირის საუკეთესო გოლად აღიარეს.