მთავარი / სიახლეები / სერია A / პაულო დიბალას გიჟური სტატისტიკა იუვენტუსში
პაულო დიბალას გიჟური სტატისტიკა იუვენტუსში

პაულო დიბალას გიჟური სტატისტიკა იუვენტუსში

ტურინის იუვენტუსის არგენტინელი თავდამსხმელისთვის მიმდინარე სეზონი არც თუ ისე სასიამოვნოდ დაიწყო.

მედიაში ხშირად წერდნენ ფეხბურთელსა და კლუბს შორის დაძაბული ურთიერთობის შესახებ. მისი ბედი მანჩესტერსაც კი დაუკავშირეს. ფაქტიურად გადაწყვეტილიც კი იყო მისი წასვლა მაგრამ პაულომ უარი განაცხადა ყველა შეთავაზებაზე დარჩა და კლუბის მესვეურებისთვის მისი საჭიროების დამტკიცებას შეუდგა.

მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 18 ჩატარებულ მატჩში 7 გატანილი გოლია: 4 სერია ა-ში და 3 ჩემპიონთა ლიგაზე. მასზე მეტი მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს აქვს(17 მატჩში 8 გოლი: 7 სერია ა-ში 1 ჩემპიონთა ლიგაზე).

არგენტინელი ფეხბურთელისთვის რომში გამართული მატჩი ლაციოსთან საიუბილეო მე-200-ე გამოდგა იუვენტუსის რიგებში. მისი სტატისტიკა კი ესეთია: 85 გატანილი გოლი და 28 საგოლე გადაცემა. ამრიგად პაულოს ყოველ მეორე მატჩი გოლი გააქვს ან საგოლე გადაცემას ასრულებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …