მთავარი / სიახლეები / სერია A / ბერგომი: “რატომ არ ათამაშებენ მანჯუკიჩს?”

ბერგომი: “რატომ არ ათამაშებენ მანჯუკიჩს?”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა და ამჟამად Sky Sport-ის კომენტატორმა ჯუზეპე ბერგომიმ „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა და უკვრის, რომ მარიო მანჯუკიჩს შანსს არ აძლევენ.

„იქნებ ჩემპიონობა ისევ მოახერხონ… მაგრამ რატომ არ არის ამ გუნდში მანჯუკიჩი? გამთამაშებელს ძალიან უჭირს თამაში, „ლაციოსთან“ ბერნარდესკის თავით ჰქონდა საგოლე შანსი, სანტიმეტრები დააკლდა. ამ დროს, მანჯუკიჩი ფიზიკური დომინანტია, მათ ასეთი ფეხბურთელი ჰყავთ და არ ათამაშებენ“, – თქვა ბერგომიმ.

შეგახსენებთ, რომ მაურიციო სარიმ მანჯუკიჩი აითვალწუნა და ხორვატი გუნდთან ერთადაც არ ვარჯიშობს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …