რომას ლეგენდამ ფრანჩესკო ტოტიმ Sky Sport-თან ინტერვიუში თავისი მოსაზრება გამოთქვა სერია A-ს მიმდინარე სეზონთან დაკავშრებით.
ტოტი სერია A-ს მიმდინარე სეზონის მთავარ ფავორიტებად ინტერს, იუვენტუსს და ნაპოლის მიიჩნევს. ფრანჩესკო ასევე ამბობს, რომ იუვენტუსისთვის მინდინარე სეზონში მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაა.
“ინტერი – რომა? მშვენიერი მატჩი. რომამ ღიად ითამაშა და ქულა აიღო ლიდერთან მატჩში. მე ყოველთვის ვამბობ რომ ინტერი, იუვენტუსი და ნაპოლი იბრძოლებენ სკუდეტოსთვის. ვფიქრობ ნაპოლის შესანიშნავი გუნდი და მწვრთნელი ყავს, ისინი შეძლებენ გამოფხიზლებას.
იუვენტუსმა ყურადღება გაამახვილა ჩემპიონთა ლიგაზე? დიახ, ვფირობ, რომ ეს მათი მთავარი მიზანი რვა სკუდეტოს შემდეგ გახდა. მაგრამ წელს მათ ბრძოლა მოუწევთ ინტერთან. ეს არის გაბრაზებული გუნდი, რომელსაც ჰყავს შესანიშნავი მწვრთნელი, და მას სურს მოგება ნებისმიერ ფასად. ის ამტკიცებს რომ ნერაძური გაამყარა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ იუვენტუსი გადამწყვეტ მომენტში მიაჭერს გაზის სატერფულს.
კონტე? მას შეუძლია ბოლომდე ბრძოლა იუვენტუსთან. როგორც ვთქვი, მან ინტერი გააძლიერა, ეს არის მწვრთნელი, რომელიც გუნდს ბევრს აძლევს.” – განაცხადა ფრანჩესკო ტოტიმ.