მთავარი / სიახლეები / პაულო დიბალას ახალი კონტრაქტის დეტალები
პაულო დიბალას ახალი კონტრაქტის დეტალები

პაულო დიბალას ახალი კონტრაქტის დეტალები

იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტის, ნიკოლა სკირას ინფორმაციით, იუვენტუსს სურს კონტრაქტის გახანგრძლივება თავდამსხმელ პაულო დიბალასთან.

ტურინის იუვენტუსის ხელმძღვანელობა მზად არის ლა ჯოიას შესთავაზოს ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე და ხელფასის ზრდა წელიწადში 10 მილიონ ევრომდე. არგენტინელის ამჟამინდელი ხელფასი 7 მილიონი ევროა და მას კლუბთან ხელშეკრულება 2022 წლამდე აკავშირებს.

იუვენტუსი ერთგვარად შეშფოთებულია ესპანური ტოპ კლუბების ინტერესით და სურს სწრაფად შეათანხმოს სამხრეთ ამერიკელთან ყველა დეტალი.

მიმდინარე სეზონში პაულო დიბალამ ბებერი ქალბატონის მაისურით 25 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 11 გოლი და 9 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა. შეგახსენებთ, რომ ადრე, არგენტინელი თავდამსხმელი ასევე მოხვდა ჟოზე მოურინიოს სურვილების სიაში.

შემთხვევითი სიახლე

პესოტო: “სპორტინგი” ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტი და ძლიერი გუნდია”

ევროპა ლიგის წილისყრა ჯანლუკა პესოტომ შეაფასა. როგორც მან თქვა, „სპორტინგი“ ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტია, ამიტომაც, …

სერსე კოზმი: “იუვეში” ჰოლანდიც ვარჯიშობდა და კვარაცხელიაც ხელიდან გაუშვეს”

იტალიელმა მწვრთნელმა სერსე კოზმიმ დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე „ნაპოლიმდე“ ტურინის „იუვენტუსი“ მუშაობდა. მან ასევე …