ტურინის იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, ბებერი ქალბატონის თავდამსხმელებზე პაულო დიბალასა და კრიშტიანუ რონალდუს ტანდემზე მცირე კომენტარი გააკეთა.
იტალიელ სპეციალისტს მიაჩნია, რომ სასტარტო შემადგენლობაში არგენტინელის და პორტუგალიელის ერთად ყოფნა მის გუნდს ნახევარდაცვაზე ნაკლებად დამოკიდებულს ხდის, რაც გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს “ბებერ ქალბატონს”.
”სასტარტო შემადგენლობაში დიბალას და რონალდუს ყოფნა გვაძლევს უპირატესობას ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებულნი ნახევარდაცვაზე. სიცრუეა ის, თითქოს მათ აქვთ პრობლემები, როდესაც ისინი მოედანზე ერთად თამაშობენ.” – განაცხადა ტურინელთა თავკაცმა.