სერია A-ს მე-20 ტურის, ბოლო თამაში ტურინში გაიმართება, სადაც სატურნირო ცხრილის პირველადგილოსანი ტურინის იუვენტუსი, ალიანს სთედიუმზე, მე-7 ადგილზე მყოფ პარმას უმასპინძლებს.
პარმას წინააღმდეგ გამართული მატჩი ალესანდრო დელ პიეროსთვის დაუვიწყარი გამოდგა. 1994 წლის 20 მარტს, 19 წლის იტალიელმა ბიჭუნამ სერია ა-ში პირველი ჰეთ თრიკი გაიფორმა. მატჩი ტურინში დელე ალპიზე გაიმართა. ეს შეხვედრა ტურინელების გამარჯვებით 4-0 დასრულდა. მეოთხე გოლი ტურინელთაგან ფაბრიციო რავანელიმ გაიტანა.