მთავარი / სიახლეები / პაულო დიბალა: “იუვენტუსში” ბედნიერი ვარ”

პაულო დიბალა: “იუვენტუსში” ბედნიერი ვარ”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ ფრანგულ Canal+სთან ისაუბრა და განაცხადა, რომ “იუვენტუსში“ ბედნიერია.

„რთულია იმის ცოდნა, რა იქნება მომავალში. ფეხბურთელმა იცის, სად თამაშობს, მაგრამ არ იცის, სად ითამაშებს ხვალ. თუმცა, „იუვენტუსში“ ძალიან ბედნიერი ვარ, აქ თავს კარგად ვგრძნობ.

ერთ დღეს ლიგა 1-ში თუ ვითამაშებ? – არასდროს თქვა არასდროს, მაგრამ ამ მომენტში ეს ჩემს გეგმებში არ შედის. ყველა შემთხვევაში, „იუვენტუსში“ ბედნიერი ვარ“, – განაცხადა დიბალამ.

შგახსენებთ, რომ პაულო დიბალა „იუვენტუსს“ 2015 წელს „პალერმოდან“ შეუერთდა. ბოლო პერიოდში არგენტინელის იტალიიდან შესაძლო აბარგების შესახებ უცხოური მედია ხშირად წერს.

შემთხვევითი სიახლე

ვლაჰოვიჩი და პოგბა “მონცასთან” განაცხადში იქნებიან

დუშან ვლაჰოვიჩი და პოლ პოგბა „მონცასთან“ მატჩში განაცხადში იქნებიან. ინფორმაციას რომეო აგრესტი ავრცელებს. ვლაჰოვიჩი ტურინული …

ემრე ჯანი: “კიბო მქონდა, “იუვეში” გადასვლა ამიტომ ღირდა, მათი მადლობელი ვარ”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ემრე ჯანმა განაცხადა, რომ სიმსივნე ჰქონდა, რომლის შესახებ სწორედ „იუვეში“ ტრანსფერისას …