ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ 2006 წელს „იუვეს“ ჩამორთმეული სკუდეტოს შესახებ ისაუბრა, რომელიც „ინტერს“ გადაეცა. ლეგენდარული სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ეს უსამართლობა და კომედია გახლდათ.
„იმ სკუდეტოს „ინტერისთვის“ გადაცემა სრული კომედია იყო, ნამდვლად უსამართლო გადაწყვეტილება. გვიდო როსიმ მაშინ ძალიან სწრაფად იმოქმედა, იმ წესების დაცვის გარეშე, რომელიც სპორტული მართლმსაჯულების მიერაა დადგენილი.
იგუაინი? „იუვენტუსთან“ გაცუდებული პენალტის შემდეგ ფორმაში აღარაა. არ ვიცი, ეს რატომ მოხდა. კარიდან ძალიან შორს თამაშობს და ინტენსივობას ვერ განიცდის. გატუზო უნდა დაელაპარაკოს და გაიგოს, რა უნდა. როდესაც „იუვენტუსში“ მივედი, ტრეზეგეს წასვლა უნდოდა, მაგრამ დავარწმუნე, რომ დარჩენილიყო“, – განუცხადა კაპელომ Radio Anch’io Lo Sport-ს.