ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ალექს სანდრომ იტალიის სუპერთასის წინ ისაუბრა მოახლოებული მატჩის შესახებ. ბრაზილიელის განცხადებით, გუნდი იდეალურ ფორმაში არ იმყოფება და ამიტომ, უფრო მეტი ყურადღებით თამაში იქნება საჭირო.
იტალიის სუპერთასი
„ეს არის ფინალი, რომელიც სხვა მატჩებისგან განსხვავდება. პაუზის შემდეგ 100%-ით საუკეთესო ფორმაში არ ვართ. შესაბამისად, უფრო მეტი ყურადღებით თამაში გვჭირდება, რომ შესანიშნავი თამაში ჩავატაროთ.
„მილანი“
ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს, როგორიც „პიპიტაა“. მას კარგად ვიცნობთ და ვიცით მისი მნიშვნელობა. მაგრამ ასევე ჰყავთ პაკეტა. ვიცი, რომ ძალიან ტექნიკურია და ფიქრობს უფრო სწრაფად, ვიდრე სხვები.
საუდის არაბეთი
საუდის არაბეთში ბრაზილიის ნაკრებთან ერთად უკვე ნათამაშები მაქვს, მაგრამ ეს ჩვენთვის ეს ახალი და საინტერესო გამოწვევაა.
ჩემპიონთა ლიგა
გვინდა ჩემპიონთა ლიგის მოგება. ვფიქრობთ, რომ ფავორიტებს შორის ვართ „რეალთან“, „ბარსელონასთან“ და პსჟ-სთან ერთად. თუმცა, არის სხვა მაღალი დონის გუნდებიც, როგორიცაა „ატლეტიკო“. ველოდებით მერვედფინალში, ამ გუნდთან თამაში ყოველთვის რთულია, მაგრამ ჩვენ, ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „მილანის“ შეხვედრა 16 იანვარს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.