ტურინის „იუვენტუსი“ შეიძლება ითქვას გასცდა სპორტულ სამყაროს და ტანსაცმელების უნიკალური კოლექცია გამოუშვა, რომელსაც კლუბის ლოგო ამშვენებს.
White Steet Market-ის პირველი კოლექცია, რომელიც 90-იანი წლების მოდას მოგაგონებთ. ასეთია ტურინული გრანდის ახალი პროდუქტი, რომლის პრეზენტაცია ემრე ჯანმა, ფედერიკო ბერნარდესკიმ და დუგლას კოშტამ მოახდინეს ფართო საზოგადოების წინაშე.
12-14 იანვარს კი, კოლექცია მილანის მამაკაცთა Fashion Week-ზე გამოეფინება. ახალი კოლექციის შეძენა მსურველებს მხოლოდ „ალიანც სთედიუმის“ MegaStore-ში და ონლაინ, ვებგვერდზე Icon.juventus.com-ზე შეეძლებათ.