ამერიკული ლოს ანჯელეს „გალაქსის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი კრიშტიანუ რონალდუს არ ეთანხმება. პორტუგალიელმა „იუვენტუსში“ გადასვლის შემდეგ განაცხადა, რომ ეს მისთვის ახალი გამოწვევა იყო, თუმცა, ზლატანი სხვაგვარად ფიქრობს.
„კრიშტიანუ საუბრობს ახალი გამოწვევის შესახებ. ის სერია A-ს საუკეთესო გუნდში გადასვლას უწოდებს გამოწვევას. რეალურად, „იუვე“ გამოწვევა არაა. თუ კრიშტიანუ გამოწვევას ეძებდა, „იუვეში“ წლების წინ უნდა გადასულიყო, როდესაც სერია B-ში იყო, რომ სერია A-ში დაბრუნებაში და ჩემპიონობაში დახმარებოდა“, – განუცხადა იბრაჰიმოვიჩმა Voetbal Nieuws-ს.
აქვე შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი „იუვენტუსში“ 2004-2006 წლებში თამაშობდა და გუნდი სწორედ მაშინ დატოვა, როდესაც სერია B-ში დააქვეითეს.