მთავარი / სიახლეები / ბონუჩი: “აგრესია და კონცენტრაცია გვჭირდება”

ბონუჩი: “აგრესია და კონცენტრაცია გვჭირდება”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ იტალიის სუპერთასზე, „მილანთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, გუნდი მზადაა სეზონში პირველი ტიტულის მოსაგებად.

„დიდი სურვილი გვაქვს სეზონში პირველი ტიტული მოვიგოთ და აქ დიდი ენთუზიაზმით ჩამოვედით, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ. აგრესიული და კონცენტრირებული „იუვეა“ საჭირო, რადგან გატუზომ დაამტკიცა, რომ „მილანს“ შეუძლია კარგი თამაშის ჩვენება.

სივრცეები არ უნდა დავუტოვოთ მეტოქეს, თავიდან ავირიდოთ დრიბლინგები და შეცდომებით ვისარგებლოთ. გვინდა, რომ შესანიშნავი თამაში ჩავატაროთ სასვე სტადიონის წინაშე“, – განაცხადა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „მილანის“ შეხვედრა 16 იანვარს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …