ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ერმე ჯანი „მილანთან“ სატიტულო მატჩამდე კომენტარს აკეთებს. გერმანელი ფეხბურთელის განცხადებით, ეს ფინალია და შესაბამისად, რთული თამაში იქნება.
„ეს იქნება დიდი მატჩი, რადგან სასწორზე თასი დევს. აქამდე საუდის არაბეთში არასდროს ვყოფილვარ და კმაყოფილი ვარ, რომ ეს გამოცდილება მივიღე. შესანიშნავი ატმოსფერო იქნება და ვეცდებით ასეთივე შეხვედრა ჩავატაროთ. თუმცა, რთული თამაში გამოვა, როგორც ყველა ფინალი. ყურადღება არ მოვადუნოთ პირველიდან ბოლო წუთამდე“, – განაცხადა ემრე ჯანმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „მილანის“ შეხვედრა 16 იანვარს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.