მთავარი / სიახლეები / პაულო დიბალა: “შესანიშნავია აქ ყოფნა და ფინალის თამაში”

პაულო დიბალა: “შესანიშნავია აქ ყოფნა და ფინალის თამაში”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ „მილანთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა. არგენტინელი შემტევი ფიქრობს, რომ რთული მატჩი იქნება. ასევე გაიხსენა 2015 წლის იტალიის სუპერთასი, რომელიც ჩინეთში გაიმართა და „ლაციოს“ გოლიც გაუტანა.

„შესანიშნავია აქ ყოფნა ასეთი მნიშვნელოვანი ფინალისთვის. „მილანს“ ჩემპიონატში უკვე ვეთამაშეთ, ეს იყო კარგი მატჩი, მაგრამ ხვალ ყველაფერი განსხვავებული იქება. უპირველესად იმიტომ, რომ ეს ფინალია. მათ წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ დადებითი შედეგით დავტოვებთ მინდორს. კარგად მოვემზადეთ, ფორმაში ვართ.

ყველაზე მთავარია, რომ კარგი თამაში ჩავატაროთ და გავიმარჯვოთ. სტადიონი სავსე იქნება და ფინალისთვის იდეალური ატმოსფერო შეიქმნება. შანხაიში მოგებული სუპერთასი? – დაუვიწყარია. გუნდში ახალი მოსული ვიყავი, სათადარიგო სკამზე ვიჯექი, თამაშის დიდი სურვილი მქონდა და გოლის გატანა მინდოდა. ასეც მოხდა. ეს იყო ჩინეთში, ბრწყინვალე საღამო. ბედნიერი ვიქნები თუ იგივე ჯიდაშიც მოხდება“, – განაცხადა დიბალამ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „მილანის“ შეხვედრა 16 იანვარს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …