მთავარი / სიახლეები / შჩესნი: “სრულყოფილი თამაში უნდა ჩავატაროთ”

შჩესნი: “სრულყოფილი თამაში უნდა ჩავატაროთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ იტალიის სუპერთასის მატჩამდე ერთი დღით ადრე ისაუბრა. პოლონელი კიპერი მიიჩნევს, რომ ტიტულის მოსაპოვებლად სრულყოფილი თამაშის ჩვენება იქნება საჭირო.

„სრულყოფილი მატჩის ჩატარებაა საჭირო. ვიცით, რომ „მილანს“ აქვს ხარისხიანი ელემენტები და მოწიფული გუნდია. ჩვენ კი მნიშვნელოვანი მენტალიტეტი გაგვაჩნია, ვიცით, ტიტულები როგორ მოვიგოთ. სტადიონი სავსე იქნება და ჩვენს ეს გვინდა. პაუზის შემდეგ თამაში ყოველთვის რთულია, რიტმი უფრო დაბალია, უნდა ვიყოთ ინტენსიურები და გოლი არ უნდა გავუშვათ“, – თქვა შჩესნიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „მილანის“ შეხვედრა 16 იანვარს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …