„იუვენტუსი“ აარონ რემზის გაფორმებასთან კიდევ უფრო ახლოსაა. Tuttosport-მა უკვე კონკრეტული თარიღიც დაასახელა, როდესაც უელსელი კონტრაქტს ხელს მოაწერს – 18 იანვარი.
წყაროს ცნობით, 28 წლის ფეხბურთელი „იუვესთან“ 5-წლიან კონტრაქტს დამდეგ პარასკევს გააფორმებს და სეზონში მისი ანაზღაურება 7.5 მილიონ ევროს გაუტოლდება.
ახლა ტურინელებს ერთი საკითხი დარჩათ მოსაგვარებელი – როდიდან შეეძლება რემზის „იუვეში“ თამაში? ტურინელებს უნდათ, რომ ეს მიმდინარე სეზონშივე მოხდეს, მაგრამ 20 მილიონის გაღება მოუწევთ, ხოლო თუ ზაფხულამდე მოითმენენ, მაშინ რემზი „იუვეს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით, უსასყიდლოდ შეუერთდება.
Juventus.Ge ტურინის იუვენტუსის ქართული ფან კლუბი