ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ BBC-ის ინტერვიუ მისცა, რომელშიც კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. ჯორჯოს განცხადებით, პორტუგალიელმა მისი ოცნებები აქამდე ბერვჯერ დაამსხვრია, მაგრამ ახლა ერთ გუნდში, ერთი მიზნისთვის თამაშობენ.
გარდა ამისა, იტალიელმა ისაუბრა თავისი მომავლის შესახებ და „იუვეში“ დარჩენის სურვილი გამოთქვა.
„კრიშტიანუმ ჩემი ოცნებები ხშირად დაამსხვრია. ბევრჯერ გაგვიტანა გოლი, კარდიფში, მადრიდში, ტურინში… ჩვენთვის ჩემპიონთა ლიგა ოცნებაა, კრიშტიანუსთან ერთად კი გუნდი უფრო მიზანდასახული გახდა. გუნდში გვყავს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია განსხვავება მოგვიტანოს. მასთან ერთად შეგვიძლია მივიღოთ ის, რაც აქამდე გვაკლდა. თუმცა, ჩვენ არ ვართ მთავარი ფავორიტები. ჩვენთან ერთად არის 4-5 გუნდი, რომელსაც ბოლომდე შეუძლია ბრძოლა.
თავიდან არ მჯეროდა, რომ ჩვენთან გადმოვიდოდა, სერიოზულად არ ვუყურებდი ამ საკითხს. შემდეგ პრეზიდენტს ვესაუბრე და გაკვირვებული დავრჩი.
იტალიის სუპერთასი? – მინდა, სეზონში პირველი ტიტული მოვიგო. აქამდე კარგად ვთამაშობდით, მაგრამ ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი ნაწილი გაზაფხულიდან იწყება.
მომავალი? – არ ვიცი, როდემდე ვიქნები ფეხბურთელი. ვემზადები ჩემი კარიერის დასასრულისთვის, მაგრამ დღიდან დღემდე ვცხოვროვ და ვერთობი. რა თქმა უნდა, სასიამოვნო იქნება „იუვენტუსში“ დარჩენა კარიერს დასრულების შემდეგაც“, – განაცხადა კიელინიმ.