ტურინის „იუვენტუსის“ გულშემატკივრები ბილეთების ფასით უკმაყოფილოები არიან. ბოლო ხანს, კლუბის ხელმძღვანელობამ მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა, რამაც ტიფოზების პროტესტი გაამძაფრა.
„ალიანც სთედიუმის“ მიმდებარედ გაჩნდა ბანერი წარწერით: „იუვე“ – „პარმას“ ბილეთები 43 ევროდ ამორალურია, ჩვენ გვინდა პოპულარული ფასი“.
აღსანიშნავია, რომ ამ ბანერის ავტორე „პარმას“ ულტრასები არიან და 43 ევრო სტუმართა სექტორის ბილეთები ღირს.