მთავარი / სიახლეები / სერია A / მაროტა: “ინტერის” ჩემპიონობა “იუვენტუსზეა დამოკიდებული”

მაროტა: “ინტერის” ჩემპიონობა “იუვენტუსზეა დამოკიდებული”

მილანის „ინტერის“ გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ სკუდეტოსთვის ბრძოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველაფერი „იუვენტუსის“ ხელშია. მაროტა ფიქრობს, რომ მის ყოფილ გუნდს თუ ფეხი დაუხდება, მხოლოდ ამ შემთხვევაშ გაჩემპიონდება მისი ამჟამინდელი გუნდი.

„ორი წლის წინ თუ წარმოვიდგენდი, რომ „ინტერთან“ ერთად ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებდი? არა, მაგრამ სწორედ ეს არის ფეხბურთის სილამაზე, არაპროგნოზირებადია.

სკუდეტოსთვის ბრძოლა? „იუვეს“ აქვს წინსვლის უნარები, საშუალებები და ფასეულობები. „ინტერი“ მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიგებს სკუდეტოს, თუ „იუვე“ წააგებს“, – თქვა მაროტამ.

შეგახსენებთ, რომ 18 ტურის შემდეგ „იუვენტუსსა“ და „ინტერს“ 45-45 ქულა აქვთ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …