ტურინის „იუვენტუსი“ „რომას“ ნახევარმცველების, ნიკოლო ძანიოლოსა და ლორენცო პელეგრინით დაინტერესებულია. La Stampa-ს ინფორმაციით, ფაბიო პარატიჩი ორივე ფეხბურთელის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აქტიურად აკვირდება.
პელეგრინის „რომასთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ძანიოლოს კი 2022 წლამდე.
წყარო იტყობინება, რომ ტურინელები მიზნის მისაღწევად ფედერიკო ბერნარდესკის გამოყენებაზეც იფიქრებენ. მაგალითად, გარიგების დროს „იუვე“ „რომას“ თანხასთან ერთად ბერნარდესკისაც შესთავაზებს.
ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, მოიპოვებს თუ არა „რომა“ ჩემპიონთა ლიგის საგზურს, რადგან თუ ამას ვერ შეძლებს, დედაქალაქელებს ეკონომიკური ფაქტორების გამო რომელიმე ლიდერთან შელევა მოუწევს.