მთავარი / სიახლეები / სერია A / აარონ რემზი: “ბედნიერი ვარ, რომ ამ დიდ გუნდს წარმოვადგენ”

აარონ რემზი: “ბედნიერი ვარ, რომ ამ დიდ გუნდს წარმოვადგენ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა აარონ რემზიმ Sky Sport-თან ისაუბრა და გუნდში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა. უელსელი ფეხბურთელი „ბიანკონერიში“ ყოფნით ბედნიერია და ამატობს, რომ ამ გუნდის ნაწილია.

„არსენალში“ შექმნილი ვითარების შემდეგ „იუვენტუსმა“ წინადადება შემომთავაზა. ყველანაირ ფასად უნდოდათ ტურინში ჩემი გადასვლა და დიდი ძალისხმევა გამოიჩნეს. გვინდა ჩემპიონთა ლიგის მოგება, მაგრამ პირველ რიგში სკუდეტოს მოსაგებად უნდა ვიმუშაოთ, რადგან ეს არის ის, რაც ძალას გვაძლევს, რომ კონკურენტუნარიანები ვიყოთ მნიშვნელოვან ტურნირებში.

სერია A პრემიერლიგასთან შედარებით ძალიან ტაქტიკურია. ბევრი გუნდი თავს სიღრმისეულად იცავს და საჭიროა ორი ფაზის გარღვევა მეტოქის კარამდე მისასვლელად. ჩემზე ნამდვილად მოახდინა ამ ჩემპიონატმა შთაბეჭდილება, ხარისხსმა და ტექნიკამ.

ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ამ დიდ გუნდში ვითამაშო და წარმოვადგენდე, ჩემი წვლილი შევიტანო მის წარმატებაში და ვეცდებით ბევრი ტიტული მოვიპოვოთ.

რონალდუ ფანტასტიკური ფეხბურთელია, მისი რეკორდები ამაზე სრულად მეტყველებენ. ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფეხბურთელია და ჩემთვის პატივია მასთან ერთად თამაში. ზოგადად, „იუვენტუსის“ შემადგენლობაში ყოფნა განსაკუთრებულია, რადგან ყველა მოთამაშე დიდებულია“, – განაცხადა რემზიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …