ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ იტალიურ მედიასთან კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი კიდევ ერთხელ გაიხსენა და განაცხადა, რომ ამის შესახებ ჟორჟე მენდეშმა აცნობა.
„როდესაც მენდესს კანსელუს თაობაზე შევხვდი, მეუბნება: არ დაიჯერებ, მაგრამ კრიშტიანუს „იუვეში“ გადმოსვლა უნდა“. მე კი ვუპასუხე: „დიახ, მჯერა, მაგრამ ეს ძალიან რთული იქნება.
ჩემს შვილს ყოველთვის უნდოდა რონალდუს მაისური. პორტუგალიაში ვიყავით, სადაც ბავშვის მაისური ვიყიდეთ კიდეც. ის მეუბნებოდა: „მამა, რატომ არ ყიდულობთ რონალდუს? მაგრამ მე ვპასუხობდი, რომ ეს შეუძლებელი იყო. შემდეგ, როდესაც ეს ყველაფერი მოხდა, მითხრა: „მამა, შენ მითხარი, რომ ეს შეუძლებელი იყო“. ამაზე პასუხი არ გამიცია, რადგან არ მქონდა“, – განაცხადა პარატიჩიმ.