ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდამ ალესანდრო დელ პიერომ განაცხადა, რომ დღევანდელი ფორმაციის „იუვენტუსი“ 1996 წლის „იუვეს“ აგონებს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
ალექსის განცხადებით, ოივე გუნდს ძლიერი დაცვა ჰყავდა და ორივე გუნდის შეტევაში სამი შემტევი თამაშობდა. მან შედარებაც მოახდინა:
„ეს „იუვენტუსი“ ჩემს „იუვენტუსს“ მაგონებს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ძლიერი დაცვა და შეტევაში სამი საჭირო მოთამაშე. რა თქმა უნდა, ჩემში დიბალას ვხედავ, ხოლო მანჯუკიჩი ფაბრიციო რავანელივითაა. რონალდუს აქვს ის ქარიზმა, რომელიც მაშინ ვიალის ჰქონდა. ალეგრი ყოველთვის ამბობს, რომ საჭიროა იმის ცოდნა, როდის უნდა შეუტიოს გუნდმა და როდის დაიცვას თავი“, – განუცხადა დელ პიერომ Sky Sport-ს.