ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ ანდრეა პირლოსა და პაულო დიბალას შესახებ ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, პირლოს მუშაობით კმაყოფილნი არიან, ხოლო დიბალა ორ ცნობილ ექიმთან ჰყავდათ და პოზიტიური პასუხები მიიღეს.
„პირლოსთვის ეს პირველი სეზონია, ის ყოველთვის მშვიდია და ძალიან ენერგიული. ის კარგად მუშაობს და ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ. დიბალას ტრავმა? ის ინსბრუკში ცნობილმა სპეციალისტმა ნახა, არა მხოლოდ ბარსელონაში. პასუხი საკმაოდ პოზიტიურია. ვნახოთ რა მოხდება შემდეგ ტურებში“, – თქვა პარატიჩიმ.
შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა 10 იანვრის შემდეგ ტრავმირებულია და თავიდან 20 დღე უნდა ეუქმა, მაგრამ დაბრუნება დღემდე ვერ მოახერხა და უცნობია როდის შეძლებს თამაშს.