ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო კიეზამ „ვერონასთან“ მატჩის შემდეგ (1:1) კომენტარი გააკეთა. იტალიელი ფეხბურთელის განცხადებით, ამ შედეგებმა გუნდი ძალიან უნდა გააბრაზოს და სკუდეტოს მოგების ისევ სჯერათ.
„ჩვენ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები გვაკლია, ისინი უნდა გამოჯანმრთელდნენ, მაგრამ „იუვე“ვართ და ეს ალიბი არ უნდა იყოს. ახლა მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ და გავიმარჯვოთ სკუდეტოსთვის, რადგან ჩვენ ამის ჯერ კიდევ გვჯერა.
დიახ, დაცვით ფაზაში თამაში გამიჭირდა, რადგან ეს რთული მატჩი იყო, „ვერონა“ ბოლომდე არ დანებდა და ფრეს მიაღწია. ამან ძალიან უნდა გაგვაბრაზოს, რადგან „იუვე“ ამას არ უნდა შეეგუოს. მცირე დეტალებია, მეორე ტაიმში დაღლილობამაც თავი იჩინა, თუმცა „იუვე“ ვართ და ეს ფრე მომავლისთვის სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ. ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე გადიან, აქვთ ყველანაირი ხარისხი, თვისება და მენტალიტეტი, რომ „იუვენტუსის“ მოთამაშეები არიან. წელს მცირე დეტალები გვაკლია,მაგრამ მთელ გუნდს ისევ გვჯერა სკუდეტოს მოგების და ნებისმიერ გუნდთან ბოლომდე ვიბრძოლებთ.
არ ვეთანხმები, რომ შეტევაში თამაში გვიჭირს. „კროტონეს“ სამი გოლი გავუტანეთ და ექვსის გატან შეგვეძლო. „ვერონამ“ დიდი ზეწოლა განახორციელა და დიდი მანძილი დაფარა, რთული იყო მატჩის მოგება. გვქონდა შესაძლებლობები, ვიგებდით და უფრო კარგები უნდა ვყოფილიყავით, დეტალებზე მეტი ყურადღება მიგვექცია. მაგრამ შეტევის წარმოების თვალსაზრისით, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ვიგებდით და საგოლე მომენტები პირველ ტაიმშიც შევქმენით, არ მესმის შეფასება, რომ შეტევაში ცუდად ვთამაშობთ.
სადაც მწვრთნელი მთხოვს თამაშს, იქ ვთამაშობ. გავდივარ მოედანზე და ვიცი, რომ დიდი წვლილის შეტანა შემიძლია ინტენსივობის ფაზაში და ყველაფერში. მწვრთნელის განკარგულებაში ვარ და უბრალოდ მადლობა უნდა გადავუხადო „იუვენტუსს“ იმ შესაძლებლობისთვის, რომელსაც მაძლევენ.
გოლის მომენტი? დარტყმაზე არ მიფიქრა, ვიცოდი, რომ ერთი-ერთზე ბურთის შენარჩუნება შემეძლო და შეიძლებოდა ჩემს ზურგს უკან თანაგუნდელი გახსნილიყო. კრიშტიანო მზად იყო. იმ სიტუაცია წინ მე ვიყავი და ასევე ველოდებოდი უკნიდან ჩართვას თუ არადა მარტო გავაგრძელებდი შეტევას. კრიშტიანო გაიხსნა და მას პასი მივეცი.
გასაგებია, რომ როდესაც შედეგი დადებითი არ არის, ყველაფერს ცუდად ხედავ, მაგრამ ჩემი აზრით, კარგად ვთამაშობთ“, – თქვა კიეზამ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 46 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა, ხოლო მომდევნო მატჩს 2 მარტს შინ „სპეციასთან“ გამართავს.