მთავარი / სიახლეები / პარატიჩი: “ვფიქრობთ, რონალდუმ “ოქროს ბურთი” დაიმსახურა”

პარატიჩი: “ვფიქრობთ, რონალდუმ “ოქროს ბურთი” დაიმსახურა”

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ კრიშტიანუ რონალდუს, პაულო დიბალასა და სერია A-ს სატურნირო ცხრილის შესახებ ისაუბრა.

„არ ვღელავთ იმის გამო, რომ „ინტერმა“ გადაგვასწრო. ახლა მხოლოდ დეკემბერია და ლტერნატივაც არსებობს. რონალდუ? ვფიქრობთ, რომ „ოქროს ბურთი“ დაიმსახურა. მას რთული პერიოდი არ აქვს, ყოველთვის გუნდთან ერთადაა, თუნდაც კარგ ფიზიკურ ვითარებაში არ იმყოფებოდეს და ამიტომ, მადლობა უნდა გადავუხადოთ. რჩება თუ არა “იუვენტუსში” მომდევნო სეზონშიც? ეჭვგარეშეა, რომ კი.

გარკვეული პერიოდი ვარჯიშს ვერ ახერხებდა და ნორმალურია, რომ ასეთ დროს ოპტიმალურ ფორმაში არაა. დიბალა? დიდებული ფეხბურთელი, ჩვენი 10 ნომერი შემთხვევით არაა“, – აღნიშნა პარატიჩიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …