მთავარი / სიახლეები / პარატიჩი: “ვცდილობთ მანჯუკიჩის შესახებ საუკეთესო გამოსავალი მოვძებნოთ”

პარატიჩი: “ვცდილობთ მანჯუკიჩის შესახებ საუკეთესო გამოსავალი მოვძებნოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ კომენტარი კრიშტიანუ რონალდუს შესახებ გააკეთა. გარდა ამისა, მარიო მანჯუკიჩის ირგვლივ არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.

„კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, ალბათ, ისტორიაშიც იმიტომ, რომ უამრავი ტიტული მოიგო და რეკორდი დაამყარა. მას აქვს უდიდესი ენთუზიაზმი და ვარჯიშის ყველა ტიპის დიდი დურვილი.

მარიო მანჯუკიჩი? ჩვენ ვსაუბრობთ მასთან და საუკეთესო გამოსავალს ვეძებთ. ჩვენ ყველა არჩევანისთვის და გამოსავლისთვის მზად ვართ, როგორც აქ დარჩენისთვის, ისე წასვლისთვის“, – თქვა პარატიჩიმ.

შეგახსენებთ, რომ მარიო მანჯუკიჩს მიმდინარე სეზონში არათუ არ უთამაშია, არამედ თვეზე მეტია გუნდთან ერთად აღარ ვარჯიშობს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …