მთავარი / სიახლეები / ნედვედი: “დე ლიხტი რონალდუსავითაა, მაქსიმუმი სურს”

ნედვედი: “დე ლიხტი რონალდუსავითაა, მაქსიმუმი სურს”

ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა მატიას დე ლიხტის, მირალემ პიანიჩისა და როდრიგო ბენტანკურის შესახებ იტალიურ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„დე ლიხტი ნერვიულობს? ალბათ იმიტომ, რომ ყოველთვის მეტის გაკეთება სურს. ის ისეთივე ჩემპიონია, როგორც რონალდუ და ასეთი მენტალიტეტი აქვს. მე მისით კმაყოფილი ვარ, შეუძლია მოუმატოს, რადგან საკუთარი თავისგან მხოლოდ დიდ საქმეებს ითხოვს.

პიანიჩი? ძალიან გაიზარდა, ყოველთვის მაღალ დონეზე თამაშობდა, მაგრამ ახლა სწორ სიმწიფეს მიაღწია, გრძნობს პასუხისმგებლობას, ეს მისი მომენტია.

ბენტანკური გამთამაშებლად? ის უფრო ცენტრალური ნახევარმცველია, მაგრამ ვარჯიშებზე ახალ პოზიციაზეც კარგად წარმოაჩინა თავი და მწვრთნელსაც მოეწონა მისი თამაში „ინტერთან“ ბოლო წუთებში. ნაკრებშიც არაერთხელ უთამაშია გამთამაშებლის როლში. თუმცა, ამ პოზიციაზე სათამაშოდ აუცილებლად უნდა გააუმჯობესოს კარში დარტყმის ასპექტი. მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით, სრულყოფილი ფეხბურთელია და ძალიან კარგი ტექნიკა აქვს“, – განაცხადა ნედვედმა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …