ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ვოიცეხ შჩესნიმ „ლოკომოტივთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. პოლონელი მეკარის განცხადებით, მეტოქე ძალიან უკნიდან თამაშობდა და ამიტომაც გაჭირდა მათ დაცვაში სივრცეების მოძებნა.
„ეს იყო მძიმე გამარჯვება. ვდომინირებდით, მშვიდად ვთამაშობდით მოწესრიგებული გუნდის წინააღმდეგ, რომელმაც დაცვაში ძალიან მყარი კედელი ააგო. „ლევერკუზენთან“ შედარებით ბევრად უკნიდან თამაშობდნენ და ამას სიმშვიდე სჭირდებოდა. მერე კი, დიბალას გოლმა ყველაფერი შეცვალა. ახლა ჩემპიონატზე გადავერთვებით და „ლეჩესთან“ მატჩზე ვიფიქრებთ და მოედანზე ისეთივე სტიმულით გავალთ, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე“, – აღნიშნა შჩესნიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „ლოკომოტივი“ პაულო დიბალას დუბლით დაამარცხა, სამ ტურში 7 ქულა აქვს და ჯგუფის ლიდერია.