მთავარი / სიახლეები / სარი: “დიბალა-რონალდუ-იგუაინის ტრიოს შეტევაში მომავალშიც გამოვიყენებ”

სარი: “დიბალა-რონალდუ-იგუაინის ტრიოს შეტევაში მომავალშიც გამოვიყენებ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „ლოკომოტივთან“ (2:1) მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ გონსალო იგუაინის, პაულო დიბალასა და კრიშტიანუ რონალდუს ტრიოს შეტევაში ერთად აუცილებლად გამოიყენებს.

„ცოტა პრობლემა გვქონდა, მაგრამ ანგარიშში ჩამოვრჩით და მეტოქე თავს ძალიან ინტენსიურად იცავდა. ფიზიკურად ვერ ვიყავით ისე, როგორც ბოლო მატჩებში, ვერ ვცვლიდით რიტმს, მაგრამ სწორად გავაგრძელეთ თამაში. იყო იმის რისკი, რომ ჯგუფში სიტუაცია დაგვემძიმებინა, თუმცა ასევე ვნახე, რომ ბურთის ფლობის რეკორდი დავამყარეთ და კარისკენ 28-ჯერ დავარტყით.

დიბალა-რონალდუ-იგუაინი ერთად? თავდაპირველად სამივეს ძირითადში დაყენება არ მივიჩნიე მიზანშეწონილად და ამიტომ, არჩევანი გავაკეთე. მომავალში კი, სამივეს ერთად აუცილებლად გამოვიყენებ. ყველაფერი მეტოქეზე და თამაშებზე იქნება დამოკიდებული. ხედირას შეცვლა? იგუაინი ოდნავ გვიან გახურდა და ამიტომ, რამდენიმე წუთი მთხოვა”, – თქვა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „ლოკომოტივი“ პაულო დიბალას დუბლით დაამარცხა, სამ ტურში 7 ქულა აქვს და ჯგუფის ლიდერია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …