ტურინის „იუვენტუსის“ ვიცე-კაპიტანმა ლეონარდო ბონუჩიმ „ლოკომოტივთან“ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, მეტწილად პირველი ტაიმიდან გამომდინარე.
„მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რაც პირველ ტაიმში მოხდა. არცთუ ისე რეაქტიულები ვიყავით და არ ველოდებოდით ასე ჩაკეტილ „ლოკომოტივს“. ისინი ტურინში თავის დასაცავად ჩამოვიდნენ და თამაში კონტრშეტევაზე ააგეს, წარმატებასაც მიაღწიეს. ჩვენ კი გაგვიმართლა, რომ გვყავს ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები, რისი საშუალებითაც სამი ქულა მოვიპოვეთ. ცოტა დაღლილობა? როდესაც ბევრს თამაშობ, ეს შეიძლება მოხდეს, მაგრამ მთავარია თამაში იყოს კომპაქტური, როგორც მეორე ტაიმში და ვითამაშეთ, როგორც „იუვეს“ ხასიათს შეეფერება“, – განაცხადა ბონუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „ლოკომოტივი“ პაულო დიბალას დუბლით დაამარცხა, სამ ტურში 7 ქულა აქვს და ჯგუფის ლიდერია.