მთავარი / სიახლეები / დიბალა: “ასეთი თამაში და გოლები მჭირდებოდა”

დიბალა: “ასეთი თამაში და გოლები მჭირდებოდა”

ტურინის“იუვენტუსის“ ფეხბურთელმა პაულო დიბალამ, რომელიც „ლოკომოტივთან“ მატჩის გმირი გახდა, კომენტარი გააკეთა. არგენტინელი ფეხბურთელის განცხადებით, ასეთი საღამო სჭირდებოდა.

„ეს გოლები და ასეთი საღამო მჭირდებოდა. ჩემთვის და გუნდისთვის კარგი მატჩი იყო.გაგვიჭირდა, მაგრამ გვაქვს გამოცდილება ასეთი ტიპის მატჩების მოსაგებად. სამუშაო ბევრი გვაქვს, თუმცა სურვილი და შესაძლებლობა გაგვაჩნია, რომ ბევრი რამ ვაჩვენოთ“, – თქვა დიბალამ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „ლოკომოტივი“ პაულო დიბალას დუბლით დაამარცხა, სამ ტურში 7 ქულა აქვს და ჯგუფის ლიდერია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …