მთავარი / სიახლეები / კაპელო სარის არ დაეთანხმა: “ნამდვილად მაურიციო? ალბათ მე სხვა თამაშს ვუყურე”

კაპელო სარის არ დაეთანხმა: “ნამდვილად მაურიციო? ალბათ მე სხვა თამაშს ვუყურე”

ტურინის „იუვენტუსი“ „ლოკომოტივთან“ ბურთს 77.8% აკონტროლებდა, რაც ჩემპიონთა ლიგაზე მისთვის სარეკორდო ნიშნული გამოდგა. გარდა ამისა, კარისკენ 28-ჯერ დაარტყა და ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ 2012 წელს, „ნორდშელანდთან“ ჰქონდა (33).

თამაშის შემდეგ Sky Sport-ის სტუდიაში ჩართვისას, სარიმ სწორედ ეს ციფრები მოიშველია, რასაც ფაბიო კაპელოსთან პოლემიკა მოჰყვა:

„თამაშის შემდეგ მითხრეს, რომ ბურთის ფლობის 77.8% მაჩვენებელი გვქონდა და კარისკენ 28-ჯერ დავარტყით“, – თქვ სარიმ.

კაპელო კი საუბარში ჩაერთო: „მაურიციო, ბოდიში, 28 დარტყმა თქვი? ალბათ მე სხვა თამაშს ვუყურე“, – განაცხადა კაპელომ.

„ეს ჩემი ციფრები არაა, ეს არის სტატისტიკა, რომელიც თამაშის შემდეგ მაჩვენეს“, – უპასუხა სარიმ.

„როდესაც უეფა სტატისტიკას აქვეყნებს, წარმოუდგენელი ციფრებია, როდესაც თამაშს უყურებ და ტელეკომენტირება გიწევს, გრჩება შთაბეჭდილება, რომ სხვა თამაშს უყურე. „იუვემ“ „ლოკომოტივი“ ორი შორეული დარტყმით დაამარცხა, მეორე გოლის დროს გადამწყვეტი მეკარის შეცდომა იყო. ყოველშემთხვევაში, შენთვის ბენდიერი ვარ, მაურიციო“, – დაასრულა ფაბიო კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „ლოკომოტივი“ პაულო დიბალას დუბლით დაამარცხა და სამ ტურში 7 ქულა აქვს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …