ტურინის „იუვენტუსის“ გენერალური დირექტორი ფაბიო პარატიჩი კრიშტიანუ რონალდუს, მასიმილიანო ალეგრის, ანტონიო კონტესა და ჯანლუიჯი ბუფონის შესახებ საუბრობს.
„რონალდუ რონალდუა, სათქმელი ცოტაა. ჩვენ კმაყოფილები ვართ მისით და არამხოლოდ ტექნიკური თვალსაზრისით. ყოველდღე ბევრს შრომობს და სხვებისთვის ნამდვილი მაგალითია, რადგან, როდესაც ხედავ პირველი ნომერი ასე ვარჯიშობს, ვალდებული ხარ იგივე გააკეთო. ის ყველა დეტალს დიდ ყურადღებას აქცევს.
ბოლო რვა წლის განმავლობაში ორი საუკეთესო მწვრთნელი ჩვენთან მუშაობდა – კონტე და ალეგრი. ორი განსხვავებული მწვრთნელი: კონტე უფრო ხასიათის და ორგანიზებული, იმ მომენტში საუკეთესო არჩევანი იყო. გვჭირდებოდა დიდი იუვენტინო მწვრთნელი. მასთან ერთად ანიელიმ გუნდს ძველი დიდება დაუბრუნა. ალეგრის დროს სხვა სიტუაცია იყო. ის მოხვდა დიდ გუნდში დიდი გუნდიდან, „მილანიდან“. ალბათ, უფრო ნაკლებად ორგანიზებული, მაგრამ უფრო ტექნიკური თამაშის სხვა და სხვა სიტუაციებში.
ბუფონი? – როდესაც ასეთ დროშას კარგავ, როგორიც ჯიჯია, მზად უნდა იყო, თუმცა ეს ადვილი არაა. ის ჩემი მეგობარია, მისგან ბევრი ვისწავლე ფეხბურთისა და „იუვენტუსის“ შესახებ. მას თავიდან კარიერის დასრულება ჰქონდა გადაწყვეტილი და როდესაც სეზონის ბოლოს მივუახლოვდით, დავადასტურეთ, რომ შჩესნი იქნებოდა პირველი მეკარე. შემდეგ მიიღო პსჟ-ს წინადადება და პრეზიდენტს უთხრა, რომ წასვლა გადაწყვიტა“, – განაცხადა პარატიჩიმ.