მეჰდი ბენატია და „იუვენტუსი“ ვერ თანხმდებიან. Calciomercato-ს ცნობით, მაროკოელ ფეხბურთელს ტურინის დატოვება იანვარში უნდა, რადგან მეტი სათამაშო პრაქტიკა სურს.
თუმცა, „იუვე“ წინააღმდეგია ფეხბურთელის ზამთარში გასხვისების და მხოლოდ ზაფხულში გაყიდვაზეა თანახმა. საინტერესოა, რომ ბენატიას შეთავაზებები აქვს პრემიერლიგიდან, ლიგა 1-დან და ბუნდესლიგიდან.
მიმდინარე სეზონში მეჰდიმ მხოლოდ და მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა, ხოლო კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.