ტურინის „იუვენტუსი“ პსჟ-ს თავდამსხმელ კილიან მბაპეთია დაინტერესებული. Tuttosport-ის ინფორმაციით, პარიზული გუნდი შესაძლოა დათანხმდეს 20 წლის ფეხბურთელის გასხვისებას ფინანსური ფეირ-პლეის დასაცავად.
პსჟ მზადაა მბაპეს 200 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიოს, ხოლო „იუვენტუსს“ ასეთ შემთხვევაში პაულო დიბალას გაყიდვა მოუწევს.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში მბაპემ 19 თამაშში 16 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.