კრიშტიანუ რონალდუ როგორც დააანონსებული იყო Globe Soccer Awards-ის ვერსიით, მსოფლიოს 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
პორტუგალიელმა ფრანგებს, კილიან მბაპესა და ანტუან გრიზმანს აჯობა:
„ჩემთვის საპატიოა ამ ჯილდოს მოგება. მადლობა ჩემს ოჯახს, შეყვარებულს, შვილებს, მეგობრებს. ეს იყო რთული, მაგრამ ამავდროულად შესანიშნავი წელი – ბევრი მოვიგე. ახლა 2019 წელია და მინდა ბევრი ტიტული „იუვენტუსთან“ ერთად მოვიგო. გამოწვევები მიყვარს: ახლა ჩემი გუნდი „იუვენტუსია“ და მინდა ტიტულები ამ გუნდში მოვიგო“, – განაცხადა რონალდუმ.
აქვე გეტყვით, რომ კრიშტიანუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად Globe Soccer Awards-ის ვერსიით ზედიზედ მესამედ, ჯამში კი მეხუთედ დასახელდა (2011, 2014, 2016, 2017 და 2018 წლები).
რონალდუს გარდა დაჯილდოვდნენ ბლეზ მატუიდი და ფაბიო პარატიჩი. ფრანგს პრიზი კარიერის გამო გადაეცა, ხოლო პარატიჩი წლის მენეჯერი გახდა.