ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველი აარონ რემსი „იუვენტუსთან“ ძალიან ახლოსაა. SportMediaset-ის ინფორმაციით, ფეხბურთელმა წინასწარი შეთანხმება უკვე მიაღწია გუნდთან და კონტრაქტს 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.
რემსის ხელფასი წელიწადში 6.5 მილიონი ევრო იქნება, რასაც ბონუსები დაემატება. დიდი შანსია, რომ ტრანსფერი ოფიციალურად უახლოეს დღეებში დადასტურდეს. უელსელი „იუვეს“ ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
მიმდინარე სეზონში რემსიმ „არსენალის“ ღირსებას 24 მატჩში დაიცვა, 3 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.