მთავარი / სიახლეები / კაპელო: “საჩემპიონო ინტრიგა არ მომკვდარა”

კაპელო: “საჩემპიონო ინტრიგა არ მომკვდარა”

ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო მიიჩნევს, რომ მიუხედავად „იუვეს“ უპირატესობისა, სკუდეტოსთვის ბრძოლა დასრულებული არაა.

„არ ვეთანხმები მათ, ვინც ფიქრობს, რომ საჩემპიონო ინტრიგა მოკვდა. შეხედეთ რამდენი ქულაა ჯერ კიდევ გასათამაშებელი. დიახ, „იუვენტუსი“ ბოლო 7 წელია დომინანტია, მაგრამ ხალხში ვნება მაინც არსებობს“, – განაცხადა კაპელომ.

შეგახსენებთ, რომ პირველი წრის შემდეგ „იუვენტუსს“ 53 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ „ნაპოლის“ 9 ქულით უსწრებს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …