მთავარი / სიახლეები / კანავარო: “ნაპოლის” “იუვეს” დამარცხების ერთადერთი გზა აქვს”

კანავარო: “ნაპოლის” “იუვეს” დამარცხების ერთადერთი გზა აქვს”

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფაბი კანავარო მიიჩნევს, რომ „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია. ჩინური „გუანჯოუ ევერგრანდის“ მთავარმა მწვრთნელმა ასევე ისაუბრა სკუდეტოს შესახებ და „ნაპოლის“ ლიონელ მესის ყიდვა ურჩია.

ფაბიოს აზრით, ნეაპოლელები მხოლოდ ასე მოახერხებენ „იუვენტუსის“ სკუდეტოსთვის ბრძოლაში დამარცხებას:

„ყველამ დაიჯერა, რომ „ნაპოლისა“ და „ინტერს“ შეუძლიათ „იუვენტუსის“ დომინაციის შეწყვეტა, მაგრამ „ბიანკონერის“ როგორც ჩანს, თავისი გეგმები აქვს. ტურინელებმა რონალდუ გაიფორმეს, რადგან გუნდს ახალი ნდობა და ენთუზიაზმი სჭირდებოდა. გარდა ამისა, ევროპაში წარმატების მოპოვების და იტალიაში დაუმარცხებლის აურის ჩამოყალიბებისთვის ეს სწორი გზა იყო. „ნაპოლის“ ერთადერთ შემთხვევაში შეუძლია „იუვეს“ დამარცხება სკუდეტოსთვის ბრძოლაში – ლიონელ მესის დამატებით.

გამიხარდება თუ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგას, ხოლო „ნაპოლი“ ევროპა ლიგას მოიგებს. ეს იტალიური ფეხბურთისთვის შესანიშნავი იქნება. მე ვთამაშობდი „პარმაში“, რომელიც ბოლო იტალიური გუნდია, რომელმაც ევროპა ლიგა მოიგო. არ მესმის ჩვენი გუნდები რატომ არ აქცევენ ამ ტურნირს ყურადღებას“, – განაცხადა კანავარომ.

შეგახსენებთ, რომ ფაბიო კანავარო „იუვენტუსის“ რიგებში 2004-2006 და 2009-2010 წლებში თამაშობდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …