მთავარი / სიახლეები / ალეგრის ზიდანი შეცვლის?

ალეგრის ზიდანი შეცვლის?

მასიმილიანო ალეგრის ზინედინ ზიდანი შეცვლის. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური Mundo Deportivo ავრცელებს, რომელიც წერს, რომ ალეგრის ძალების მოსინჯვა უცხოეთში სურს.

მიუხედავად იმისა, რომ მასიმილიანოს „იუვესთან“ კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, არაა გამორიცხული გუნდი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვოს. კატალონური გამოცემა კი, ალეგრის შემცვლელად ზინედინ ზიდანს ასახელებს, რომელიც „იუვენტუსს“ აქამდეც არაერთხელ დაუკავშირეს.

აქვე გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ ფაბიო პარატიჩიმ ალეგრიზე ისაუბრა, მისი მუშაობით კმაყოფილება გამოთქვა და ტურინიდან მისი წასვლა უახლოეს პერიოდში გამორიცხა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …