მთავარი / სიახლეები / “იუვე” ბენატიას იანვარში არ გაყიდის

“იუვე” ბენატიას იანვარში არ გაყიდის

ტურინის „იუვენტუსმა“ მეჰდი ბენატიას ტრანსფერი დაბლოკა. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მაროკოელს სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო გუნდის დატოვება უნდა, „იუვე“ ზამთარში არ აპირებს მის გასხვისებას.

როგორც იტალიური მედია წერს, ტურინელები ბენატიას შესახებ წინადადებებს მხოლოდ ზაფხულში განიხილავს. ამ ეტაპზე 31 წლის მცველის ხელში ჩაგდების ყველაზე დიდი შანსი „მილანს“, „არსენალსა“ და „შალკეს“ აქვთ.

შეგახსენებთ, რომ ბენატიამ მიმდინარე სეზონში 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ბოლოს კი მოედანზე 11 ნოემბერს იყო.

შემთხვევითი სიახლე

პესოტო: “სპორტინგი” ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტი და ძლიერი გუნდია”

ევროპა ლიგის წილისყრა ჯანლუკა პესოტომ შეაფასა. როგორც მან თქვა, „სპორტინგი“ ტურნირის მოგების ერთ-ერთი პრეტენდენტია, ამიტომაც, …

სერსე კოზმი: “იუვეში” ჰოლანდიც ვარჯიშობდა და კვარაცხელიაც ხელიდან გაუშვეს”

იტალიელმა მწვრთნელმა სერსე კოზმიმ დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე „ნაპოლიმდე“ ტურინის „იუვენტუსი“ მუშაობდა. მან ასევე …