„იუვენტუსი“ ძალიან ახლოსაა აარონ რემსის ტრანსფერის დახურვასთან. მიუხედავად ამისა, ტურინელები ნახევარმცველის დამატებას კიდევ აპირებენ და მთავარი სამიზნე პოლ პოგბაა.
მიუხედავად იმისა, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერის დანიშვნის შემდეგ პოგბა „მანჩესტერში“ ძველებურად ათამაშდა, „იუვე“ უკან დახევას არ აპირებს და ფრანგისთვის ზაფხულში იბრძოლებს.
როგორც Tuttosport-ი წერს, „იუვეს“ შუახაზი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გადახალისდება. „ბებერი სინიორა“ სამი ხედირასა და მირალემ პიანიჩს შეელევა იმ შემთხვევაში თუ რემსისთან ერთად პოგბას შეძენასაც მოახერხებს.
შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა „იუვენტუსში“ 2012-2016 წლებში თამაშობდა. რაც შეეხება რემსის მისი ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია და დიდი შანსია, რომ ახლო მომავალში ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდეს.