ფრანგული პსჟ-ს მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ როდესაც ენრიკო კიეზას (ყოფილი თანაგუნდელი „პარმადან“) შვილის, ფედერიკოს წინააღმდეგ ითამაშა, კარიერის დასრულებაზე დაფიქრდა.
თუმცა ჯიჯი თამაშს აგრძელებს და მიმდინარე სეზონში ლილიან ტურამის შვილების, კეპრენისა და მარკუსის წინააღმდეგაც ითამაშა:
„როდესაც ფედერიკო კიეზას პირველად დავუპირისპირდი, დავიბენი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩემი ყოფილი თანაგუნდელის შვილის წინააღმდეგ ვითამაშე და ვიფიქრე, რომ დრო იყო კარიერა დამესრულებინა.
თუმცა, რეალურად ეს მართლაც შესანიშნავია. ვეთამაშები იმათ შვილებს, რომელთა გვერდით ვთამაშობდი. ეს განსაკუთრებული საჩუქარია“, – განაცხადა ბუფონმა.