ტურინის „იუვენტუსის“ საუკეთესო ფეხბურთელი ნოემბრის თვეში კრიშტიანუ რონალდუ გახდა. პორტუგალიელმა გასულ თვეში 5 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ მან უკვე მეორედ მოიგო MVP-ის ტიტული (სექტემბერში პირველად). საგულისხმოა, რომ 14 ტურში 10 გოლი გაიტანა და მაგალითისთვის გასულ სეზონში ლა ლიგაში ხსენებულ შედეგს 23-ე ტურში (10 თებერვალს „რეალ სოსიედადთან“) უწია. გარდა ამისა, 14 ტურში 10 გოლი „იუვენტუსის“ ფეხბურთელთაგან ბოლოს 1957-1958 წლების სეზონში ჯონ ჩარლზს ჰქონდა გატანილი.
კრიშტიანუს სპეციალურ პრიზს „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ მატჩის დაწყებამდე გადასცემენ.