მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „იუვენტუსთან“ მატჩამდე პრეკოსნფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, „იუვეს“ მთავარი სიძლიერე გუნდურობაში მდგომარეობს და არა ცალკეულ ფეხბურთელებში.
„შეგვიძლია „იუვეს“ სირთულეები შევუქმნათ, მუდმივი ზეწოლისა და სივრცეების შეზღუდვის ხარჯზე. ეს გუნდი თამაშის მიმდინარეობისას იცვლება, აჩვენებს ხარისხსა და ფანტაზიას, როგორც გუნდი. მენტალურად ძალიან ძლიერია, განსაკუთრებული ლიდერი ჰყავს.
თუმცა, ხვალ შეგვიძლია დადებითი შედეგის მიღწევა. ტურინელები ყოველ წელს დიდი ფეხბურთელებით ანახლებენ შემადგენლობას: პიანიჩი, კანსელუ, მანამდე, იუგიანი და ბოლოს რონალდუ.
„იუვენტუსს“ მხოლოდ კრიშტიანუ არ ჰყავს. კიელინი ფენომენალური ფეხბურთელია, მაგრამ მეტოქის მთავარი ნიშანი გუნდური სულისკვეთებაა. ჩვენ კი მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რომ როგორ ვითამაშოთ ეს მატჩი კარგად“, – განაცხადა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ მატჩი 7 დეკემბერს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.