მთავარი / სიახლეები / იური ჯორკაეფი: “იუვე” ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს”

იური ჯორკაეფი: “იუვე” ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს”

„იუვენტუსისა“ და „ინტერის“ დაპირისპირებამდე კომენტარი მილანური გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა იურო ჯორკაეფმა გააკეთა. ფრანგის განცხადებით, „იუვესთან“ ბრძოლა მხოლოდ „ინტერს“ შეუძლია.

გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგაზეც ისაუბრა და თქვა, რომ „იუვე“ ამ ტურნირს ვერ მოიგებს.

„იუვენტუსმა“ ბოლო წლებში ბევრი მოიგო, მაგრამ მხოლოდ „ინტერს“ შეუძლია მასთან ბრძოლა. შესაძლოა ეს ერთხელ „რომამ“, „ნაპოლიმ“, „ფიორენტინამ“ და „მილანმა“ გააკეთონ, მაგრამ ეს დერბი დ’იტალიაა – მხოლოდ „ინტერს“ შეუძლია „იუვენტუსთან“ ბრძოლა.

კრიშტიანუს დიდ პატივს ვცემ. „მანჩესტერში“, „რეალში“ და ახლა „იუვენტუსში“ ისეთი რამ მიიტანა, რაც ძალიან ცოტა ფეხბურთელს შეუძლია. ვფიქრობ, მისი იტალიაში მისვლა მნიშვნელოვანია და იტალიის ჩემპიონატის დონეს იქამდე აამაღლებს, როცა სერია A ჩემპიონების იყო სავსე. კრიშტიანუს ლიდერის თვისებები, გამარჯვების წყურვილი და დიდი მახასიათებლები აქვს.

ჩემპიონთა ლიგა? ვნახოთ, ეს არის ძალიან გრძელი და სტრესული ტურნირი, სადაც ბოლო ერთი გუნდი იმარჯვებს. „იუვეს“ დიდი შანსი აქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს. ჩემი აზრით, უფრო ძლიერი გუნდებიც არიან, მაგალითად „მანჩესტერ სიტი“ და განსაკუთრებით, „ლივერპული“. მიმაჩნია, რომ სწორედ ინგლისური გუნდი მოიგებს ჩემპიონთა ლიგას“, – თქვა იური ჯორკაეფმა.

შემთხვევითი სიახლე

“იუვე” პოგბას დაბრუნებას იანვარში ეცდება

პოლ პოგბასა და ჟოზე მოურინიოს შორის ურთიერთობა ისევ დაიძაბა. ბოლო სამი მატჩია ფრანგი ნახევარმცველი „მანჩესტერის“ …